საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

საბერძნეთში გადაადგილების შეზღუდვა გაგრძელდა, სულ ცოტა, 27 აპრილამდე. მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 6 აპრილის დილის 6 საათამდე იყო ძალაში. ამავე დროს, იკრძალება აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – ელექტრონული სისტემა, სადაც ასეთი ცვლილების რეგისტრაცია ხდებოდა, დროებით არ იმუშავებს, ხელნაწერი დოკუმენტები არ ჩაითვლება კანონიერი ძალის მქონედ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პროფესორმა სოტირის ციოდრასმა განაცხადა, უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს გვაქვს ვირუსი სიმპტომების გარეშე. მისი თქმით, ღია სივრცეში ნიღბის ტარება აუცილებელი არაა. დახურულ სივრცეებთან დაკავშირებით საჭიროა გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, კარგად გაანიავონ სახლები, ეს დაავადების რისკს ამცირებს. ამას გარდა, ციოდრასმა განაცხადა, რომ გახშირდა სხვადასხვა წამლის თვითნებურად მიღების ფაქტები, რაც მიუღებელია და მოქალაქეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმებს უნდა მიმართონ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1673 შემთხვევა (+60 გასულ 24 საათში). ინფიცირებულთაგან 55% მამაკაცია. 92 პაციენტი რეანიმაციაშია, მათი საშუალო ასაკი 66 წელია, 70% კი 70 წლის ან მეტისაა.

გარდაიცვალა 68 ადამიანი (+9 გასულ 24 საათში). გარდაცვლილთაგან 19 ქალია (27,94%),  49 – მამაკაცი (72,06%)

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საბერძნეთში 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში. 38 წლის ქალს ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი საბერძნეთში 23 მარტს დაფიქსირდა.

საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო 23 მარტიდან შეზღუდვები ამოქმედდა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

გადაადგილების შეზღუდვა საბერძნეთში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ვიდეოინსტრუქცია საბერძნეთში მყოფი ქართველებისთვის: როგორ შევავსოთ ქუჩაში გადაადგილების ნებართვის ფორმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close