საბერძნეთივიდეო

ვიდეოინსტრუქცია საბერძნეთში მყოფი ქართველებისთვის: როგორ შევავსოთ ქუჩაში გადაადგილების ნებართვის ფორმა

გთავაზობთ ვიდეოინსტრუქციას ქართულად, სადაც ახსნილია, თუ რა შემთხვევაში შეგიძლიათ გამოხვიდეთ ქუჩაში და როგორ შეავსოთ ნებართვის მოთხოვნის ფორმა.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ აუცილებლად თან უნდა იქონიოთ პასპორტი და რაიმე დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება თქვენი მისამართი – მაგალითად, ბირის ქირავნობის ხელშეკრულება ან ე.წ. კათარისტიკო.

უსაბუთოებს ვურჩევთ, ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, რადგან შესაძლოა პოლიციის მიერ გაზრდილი კონტროლის შედეგად დაგაკავონ.

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოინსტრუქციაში გამოტოვებულია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ხელნაწერი „ვევეოსის“ შედგენის დროს, ქუჩაში გადაადგილების მიზეზის აღნიშვნის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიუთითოთ იმ ობიექტის მისამართი, სადაც მიდიხართ (სუპერმარკეტი, აფთიაქი და ასე შემდეგ).

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close