fbpx
მსოფლიოnews

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ინფორმაცია აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა რუკაზეა მოცემული.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსისგან 100 958 ადამიანი განიკურნა. მსოფლიო მასშტაბით ასევე გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა და 16 371-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, „კოვიდ 19“-ს 16 411 ადამიანი ემსხვერპლა. მსოლფლიოს 186 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსით 375 000-მდე ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისთვის (02.00 სთ, 24 მარტი, 2020) ყველაზე მეტი ინფიცირებული ადამიანის მხრივ პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ჩინეთი: 81 496 ინფიცირებული, 3274 გარდაცვლილი,  72 819 გამოჯანმრთელებული

იტალია: 63 927 ინფიცირებული, 6077 გარდაცვლილი, 7432 გამოჯანმრთელებული

აშშ: 42 817 ინფიცირებული, 579 გარდაცვლილი, ჯერ არცერთი გამოჯანმრთელებული

ესპანეთი: 33089 ინფიცირებული, 227 გარდაცვლილი, 3355 გამოჯანმრთელებული

გერმანია: 29 056 ინფიცირებული, 113 გარდაცვლილი, 422 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  ამ დროისთვის 61-ია, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, ჯერჯერობით ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close