fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ხვალიდან, დილის 6 საათიდან იკრძალება მოქალაქეების გადაადგილება ქუჩაში.

ყველანი ვალდებულნი არიან დარჩნენ სახლში. წესის დამრღვევთა მიმართ გამოიყენება საჯარიმო სანქცია 150 ევროს ოდენობით ყოველ დარღვევაზე. პრემიერის ბრძანებულების აღსრულებას უზრუნველყოფს პოლიცია. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც მოქალაქე მიდის სამსახურში, საავადმყოფოში, პროდუქტების ან წამლის შესაძენად. ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ამავე დროს, წინასწარ უნდა შეავსონ სათანადო დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება სახლიდან გამოსვლის დრო და გადაადგილების მიზანი.

დაწვრილებით ინსტრუქციას უახლოეს წუთებში მოგვაწვდის მოქალაქის დაცვის მინისტრი ნიკოს ხარდალიასი და, შესაბამისად, ჩვენც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

გიორგი ჯანელიძე

p. s. საბერძნეთში კორნავირუსის გავრცელების მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში – ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 624 შემთხვევა (94 – ახალი), გარდაიცვალა 15 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 19 – თუმცა მთავრობა წინასწარ იღებს ზომებს, რომ ქვეყანა იტალიის და ესპანეთის მსგავსი სცენარისგან დაიცვას  და ვირუსის გავრცელება რაც შეიძლება შეანელოს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close