fbpx
ქართველები უცხოეთში

ქართველმა ემიგრანტმა კორონავირუსი დაამარცხა!

იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს თამუნა ცხომელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მან ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მოგესალმებით! ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ამაფორიაქებელმა 8 დღემ უკვე გაიარა. ყველაფერი იყო… სიმპტომები, ემოციები, ფიქრები და იყო რწმენა. 6 დღის განმავლობაში იყო ტემპერატურა, იყო სისუსტე, ყელის ტკივილი და მშრალი ხველა, იყო თავის ტკივილი და თვალების წვა, ასევე, ციებ-ცხელება და იყო უჟანგბადობის ერთი ყველაზე ჯოჯოხეთური გრძელი ღამე. ამ ყველა სიმპტომს, რა თქმა უნდა, თავისი დღეები ჰქონდა და პერიოდულად ვლინდებოდა. არ დაგიმალავთ და იყო მღელვარება, მაგრამ დღეს, როცა თითქმის ყველაფერი დასრულდა და უკან მოიხედავ, იგრძნობ, რომ შენ ეს შეძელი და არც თუ ისე რთულად გამოგივიდა. მადლიერი ვარ უფლის და მეამაყება საკუთარი იმუნიტეტი. ჯანმრთელობას გისურვებთ და ყველა ერთად შევძლებთ დავამარცხოთ Covid 19, რომელიც ნამდვილად არ არის მომაკვდინებელი“, – წერს თამუნა ცხომელიძე.

წყარო: gurianews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close