ტექნოლოგიები

ფრთხილად, თქვენს ახლოს COVID-19-იანი პაციენტია! – რას გამცნობთ თქვენი მობილური ტელეფონი?

მალე საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მოქალაქეების ციფრული თვალყურის დევნების გზასაც გამოიყენებს.

ეს ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონებისთვის შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს იმ შემთხვევაში გააფრთხილებს, თუ ისინი დაინფიცირებულ პირთან ახლოს აღმოჩნდებიან.

ზუსტად როგორი იქნება ეს აპლიკაცია, როდის შეძლებენ მის გამოყენებას საქართველოს მოქალაქეები, რამდენად იქნება დაცული პერსონალური მონაცემები? – ამ და სხვა კითხვებზე ჯერჯერობით დეტალური პასუხი არ გვაქვს.

2 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი მობილური აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს.

„ვარგებთ ქართულ რეალობას, ბაზას ემატება მონაცემები და როდესაც დავრწმუნდებით, რომ ის გამართულ რეჟიმში იმუშავებს, მაშინვე ვამცნობთ მოსახლეობას. ამ აპლიკაციით მათ ეცოდინებათ, ჰქონდათ თუ არა მათ პოტენციურ ინფიცრებულთან რაიმე სახის კონტაქტი, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც დაეხმარება კონტაქტების დადგენაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი მოადგილის, თამარ გაბუნიასგან კი ვიცით, რომ საქართველო თანამშრომლობს ავსტრიასთან და სწორედ ავსტრიული მოდელის ადაპტირებასა და მის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მუშაობენ ახლა.

ავსტრიაში მსგავსი აპლიკაცია, რომელსაც “The Stop Corona App” ჰქვია, უკვე ასი ათასზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close