fbpx
პოლიტიკასაქართველო

100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს, ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არცერთ სახელმწიფოს არა აქვს – თენგიზ ცერცვაძე

საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგ მდგომარეობაშია, – განაცხადა ტელეკომპანია „აჭარას“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

„საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგს მდგომარეობაშია. მთელი მსოფლიო აღიარებს, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დაწყებული – ცალკეული ქვეყნების მთავრობებით, რომ საქართველოს საპასუხო პოლიტიკა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითვალა ყველაზე უფრო წარმატებულად ქვეყანაში და არაერთგზის გამოითქვა სურვილი უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს გამოცდილების გაზიარების. 100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს. ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არცერთ სახელმწიფოს არა აქვს“, – განაცხადა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close