საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის ათასობით მოქალაქე დააჯარიმეს

საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით, 23 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით ქვეყანაში დაფიქსირდა 4063 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მთავრობის განკარგულება დაარღვიეს.

განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე დაჯარიმდა 26 მარტს. კანონდარღვევების საერთო რაოდენობამ 1113 შეადგინა. ყველაზე მეტი, 344 შემთხვევა ატიკის ოლქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა კუნძული კრეტა – 92 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ჯარიმის თანხა 150 ევროს შეადგენს. ამას გარდა, დააკავეს 7 პიროვნება, რომლებმაც, აკრძალვის მიუხედავად, მაღაზიები გააღეს.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 892-ს მიაღწია. გარდაცვლილია 27 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 42.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close