fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

როდის შეხვდა ჯონსონი ბოლოს დედოფალ ელიზაბეთს?

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება  დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე თვითონ დაწერა.

„ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ჩავიტარე ტესტი და პასუხი დადებითია. ახლა თვითიზოლაციაში ვარ და აქედან გავაგრძელებ მთავრობის მართვას ვიდეოკონფერენციების საშუალებით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას“, – წერს ბორის ჯონსონი.

ამ იფორმაციის გავრცელების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდა კითხვა, როდის შეხვდა დედოფალი ბოლოს ბორის ჯონსონს. ბუკინგემის სასახლემ მალევე გაავრცელა განცხადება, რომ ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ პრემიერ-მინისტრი ბოლოს 11 მარტს ნახა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დედოფალი თავს კარგად გრძნობს და ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close