fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსი აშშ-ში – უკაცრიელი პლაჟები ფლორიდაში (ვიდეო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატის ქუჩებიც თითქმის ცარიელია

 

[arve url=”https://vs.ansa.it/sito/video_mp4_export/m20200325090105636.mp4″ /]

ბოლო დღეების სტატისტიკაზე დაყრდნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრმა ევროპის შემდეგ შესაძლოა აშშ-ში გადაინაცვლოს. ბოლო რამდენიმე დღეა, შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია ინფიცირების 55 225 შემთხვევა, 802 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 354.

ყველაზე მეტად დაზარალებულია ნიუ-იორკის შტატი, სადაც 24 მარტის მონაცემებით, ინფიცირების 25 665 შემთხვევა დაფიქსირდა. შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, ნიუ-იორკში ეპიდემია ყველაზე სწრაფად ვრცელდება სხვა შტატებთან შედარებით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად 6 ტრილიონ დოლარს გამოყოფს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close