fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ევროპის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ევროპის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუმცა ამის პოტენციალი არის“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 46 485 შემთხვევა, აქედან 21 ათასზე მეტი ნიუ-იორკის შტატში ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 593 ადამიანი.

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close