fbpx
ქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს Facebook-გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაცია გაიმართება 2020 წლის 25 მარტს, საბერძნეთის დროით 17:00 საათზე, საელჩოს Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/greece.geoembassy/?fref=nf

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოგზავნონ მისამართზე [email protected]

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close