fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია: 5 წლამდე ციხე კარანტინის დარღვევისთვის – CdM-მ ახალი სანქციები დაამტკიცა

მაღალი ჯარიმები 400-იდან 3000 ევრომდე მათთვის, ვინც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის წესებს არღვევს – იტალიის მინისტრთა საბჭომ (Consiglio dei Ministri, CdM) ახალი გამკაცრებული სანქციების პაკეტი დაამტკიცა. რეგიონების ადგილობრივ მთავრობებს უფლება ეძლევათ, დამატებით თავადაც შემოიღონ სანქციები საჭიროების შემთხვევაში, თუმცა გადაწყვეტილებები ეროვნულ მთავრობას უნდა შეუთანხმონ. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

ამას გარდა, ერთიდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ მათ, ვინც კარანტინის რეჟიმს დაარღვევს, რადგან მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია და როდესაც ტოვებენ სახლს, ეპიდემიის გავრცელებას შეგნებულად უწყობენ ხელს, რაც საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადებიდან დღემდე 60 ათასზე მეტი დარღვევა ფიქსირდება. ადგილობრივი ხელისუფლებები ქუჩებში მოქალაქეთა გადაადგილებას, პოლიციის გარდა, დრონებით და არმიის დახმარებით აკონტროლებენ.

დაწვრილებით ყველა შეზღუდვას, რომელიც ახალ დადგენილებაშია მოცემული, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: TUTTE LE MISURE

ნიკო აბაშიშვილი

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამ დროისთვის: ინფიცირების შემთხვევები – 69176, გარდაიცვალა – 6820, გამოჯანმრთელდა 8326 ადამიანი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close