იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: 631 ადამიანი გარდაიცვალა, 1004 – გამოჯანმრთელდა

იტალიაში ბოლო 24 საათში კიდევ 529 ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, 168 პაციენტი დაიღუპა – მთლიანობაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 631 შეადგინა. ამ დროისთვის ინფიცირებულია 8514 პაციენტი, ინფიცირების საერთო შემთხვევებმა კი, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 10 149-ს მიაღწია. 

კარგი ფაქტია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი –  1004 (280-ით მეტი, ვიდრე გუშინ). ეს მონაცემები წარადგინა დღეს საღამოს პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

კორონავირუსის გამო, მთავრობის ახალი დეკრეტით, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა შეკრებები  და მასობრივი ღონისძიებები, შეწყდა საგანმანათლებლო საქმიანობა, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები; ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ. დეკრეტის არსი კონტემ ასე გამოხატა: „მე ვრჩები სახლში“ – და მოქალაქეებს მოუწოდა, გარკვეული დროით უარი თქვან საკუთარ ჩვევებზე: „ყველამ უარი უნდა ვთქვათ რაღაცაზე იტალიის სასიკეთოდ“, – განაცხადა გუშინ კიჯის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდა და 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close