fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული 12 წლის მოზარდია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ხუთს ტესტირება ერთი კვირის წინ ჩაუტარდა და მაშინ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„5 ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელი ჩვენთან წევს უკვე მეშვიდე თუ მერვე დღეა და რომელიც მაშინ დადასტურდა, 7 დღის წინ. ესენი მაშინ იყვნენ გამოკვლეულები და მაშინ არ დადასტურებულა. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ახლა დაუდასტურდათ. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს ორი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. ერთი ჯგუფია ის ახალგაზრდა ქალი რომელიც ჩვენთან წევს და ის 5 ადამიანი, და კიდევ ის 6 კაცი, ვინც პაციენტ #4-თან იმყოფებოდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მოზარდი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად შე­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რომ­ლებ­საც ვირუ­სი გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის შე­დე­გად დღეს და­უ­დას­ტურ­და. გავრცელებული ინფორმაციით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი 12 წლისაა.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევიდან შიდა გადაცემის სულ ოთხი შემთხვევაა, დანარჩენები ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაინფიცირდნენ; დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთია შიდა გადაცემა:

„კარგი ის არის, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური, სულ 4-5 შემთხვევაა ასეთი 23-დან, დანარჩენი ყველა დაინფიცირდა ქვეყნის გარეთ.

რვიდან ერთი არის შიდა გადაცემის, ხუთი ნამდვილად ვიცი, რომ შემოტანილია სხვა ქვეყნიდან, დანარჩენ ორზე ჯერ არ ვფლობ ინფორმაციას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან, ცერცვაძის თქმით, ერთ-ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე შემთხვევა საშუალო სიმძიმისაა, უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

წყარო: imedinews.ge, 1tv.ge

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close