დღის თემასაზოგადოებასაქართველო

იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 200-მდე მოქალაქე დაბრუნდა

იტალიიდან, კერძოდ, რომიდან საქართველოში ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა.

გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არცერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც, პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14 დღიან კარანტინში გადავა.

„ტრანსპორტირებისას ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მოხდეს მათი გადმოყვანა ქვეყანაში. რეისს თან ახლავს სამედიცინო პერსონალი, რათა თავიდანვე, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მათ ჩატარებოდათ სამედიცინო შემოწმება. მგზავრები ორ ბორტზე არიან განაწილებული, ეს განაწილებაც მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი. სიმპტომები არცერთს აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა შემოსვლის სკრინინგი, იქნება თერმული შემოწმება, ასევე ეპიდემიოლოგიური შეფასება და ყველა მათგანი გაივლის ორკვირიან კარანტინს, როგორც ეს განსაზღვრულია უკვე სავალდებულოდ მთავრობის განკარგულებით.

ქვეყანაში არის 10 საკარანტინო სივრცე, მათი გადანაწილება მოხდება ამ სივრცეებში, გადაყვანა მოხდება სატრანსპორტო საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული სასწრაფო დახმარების მანქანები, თუ რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომები, მათი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. კარანტინის შესახებ ყველა მათგანი გაფრთხილებულია.

კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი, წინა რეისების გამოცდილებიდან ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ კარანტინზე და გვიწევს მათი დარწმუნება და მუშაობა. სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მეც ვიმუშავებთ და განვმარტავთ კიდევ ერთხელ, რამდენად მნიშვნელოვანია კარანტინი როგორც მათი, ისე მათი ოჯახის წევრების და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, ყველა მოგზაური ამას გაგებით მოეკიდება და მაქსიმალურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თვითმფრინავის დაშვებამდე.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close