საქართველოკრიმინალი

შავი მაგია თუ ვირტუალური სამყარო – ნახატები, რომლებსაც დედის მკვლელობაში ბრალდებული აქვეყნებდა

პრაიმტაიმისთვის“ ისანში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 2 მარტს 29 წლის ბესო, იგივე ბეტო სურმავამ, დედა ჯერ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედრის დაწვა სცადა. ამბავი ტრაგედიიდან მეორე დღეს მას შემდეგ გახმაურდა, რაც სამართალდამცველებმა ქუჩაში დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული სურმავას სახლის ჩხრეკა გადაწყვიტეს. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას კი საზარელი სურათი დახვდა.

მეზობლების თქმით, დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. ამბობენ იმასაც, რომ დედის მკვლელობაში ბრალდებული ბოლო დროს სახლში ჩაიკეტა და ინტერნეტთამაშებზე გახდა დამოკიდებული. სურმავა რომ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი იყო, ამას მისი ფეისბუქგვერდიც ადასტურებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა პროფესიის იყო მკვლელობაში ბრალდებული, თუმცა თუ მის შექმნილ ინტერნეტთამაშების გმირების თოჯინებს, კომიქსებსა და ნახატებს ვნახავთ, ადვილი მისახვედრია, რომ სურმავა კარგად ხატავს.

ინტერნეტთამაშების მისტიკური გმირებით გატაცებულ სურმავას ნამუშევრები, ძირითადად, ინტერნეტთამაშების გმირები არიან.

2017 წლით დათარიღებულ ფეისბუქპოსტში კი ის შავ ძალებსა და მაგიაზე წერს: „მაპატიე, ისევ ვიგრძენი სინათლის მიზიდულობა, უმაღლესი ლიდერი ყველაფერს ხედავს. გთხოვთ, ისევ მიჩვენე ბნელი მხარის ძალა, მიჩვენე ბნელი გზა და მაშინ, ყველა ბარიერს გადაუვლი. დამაყენე ბნელ გზაზე, შენი შვილიშვილი და მე დავასრულებთ, რაც შენ დაიწყე“ – წერს ბესო სურმავა.

რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. შეგახსენებთ, „გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close