fbpx
საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება – ვინ არიან დანარჩენები

კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან კონტაქტში მყოფ  5 ადამიანს, როგორც ცნობილია, გუშინ ასევე კორონავირუსი დაუდგინდა და საქართველოში ახალი ვირუსის შემთხვევები 9-მდე გაიზარდა. ბოლო 6 პაციენტი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ.

ახალი კორონავირუსის ბოლო 5 შემთხვევიდან 2 – ახალდაქორწინებული წყვილია, ერთი კი რიგით მეოთხე პაციენტის, 44 წლის მამაკაცის შვილია.

კიდევ ერთი ინფიცირებული ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელია.

იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტის გამო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთ-ერთი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ამ ჯგუფიდან  ექიმია და ის სწო­რედ „ევექ­სის“ სა­თავო ოფის­ში მუშაობს.

ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა.

კარანტინის რეჟიმში ამჟამად 162 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

primetime.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close