ტექნოლოგიები

ეს მარსია! – პირველად ისტორიაში, სუნთქვისშემკვრელი კადრები!

NASA-მ მარსის ყველაზე დეტალური პანორამა გამოაქვეყნა

NASA-მ მარსის ყველაზე დეტალური პანორამა გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Space-ი ავრცელებს.

პანორამა 1200-ზე მეტი ფოტოსგან შედგება, მისი გაფართოება კი 1,8 მილიარდი პიქსელია. მარსმავალ Curiosity-ს მიერ გადაღებულ პანორამაზე შარპის მთის ფერდობი ჩანს.

იმის გამო, რომ ასეთი პანორამების გადაღება მხოლოდ დღისით არის შესაძლებელი, „კურიოზიტი“ ასეთი კადრებით ხშირად არ გვანებივრებს, რადგან მას სხვა უამრავი სამეცნიერო საქმეც აქვს და ამისათვის, უბრალოდ, არ სცალია.

Curiosity-ს  პროექტის მეცნიერის, ეშვინ ვასავადას განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისიის ხელმძღვანელობამ მარსმავალის სხვა ოპერაციების შეჩერება და 360-გრადუსიანი პანორამის გადაღება გადაწყვიტა.

პანორამის შესაქმნელად Curiosity-ს მიერ 2019 წლის 24 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.

Curiosity Mars Rover Snaps 1.8 Billion-Pixel Panorama (narrated video)

How’s this for 2020 vision? Over the holidays, I took a series of high-res photos of my hometown on Mars. This panorama is made up of a crisp 1.8 billion pixels. It’s my most detailed view to date.Zoom in: https://go.nasa.gov/3ap38hB

Gepostet von NASA’s Curiosity Mars Rover am Mittwoch, 4. März 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close