საქართველოსაზოგადოება

საქართველოში დაბრუნების წესები გამკაცრდა – მსოფლიოში COVID-2019-ით ინფიცირების შემთხვევებმა 100 ათასს გადააჭარბა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან საქართველოში შემომსვლელი პირების კონტროლი გამკაცრდა. ყველა ადამიანს, ვინც ამ ოთხ ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 14 დღე „საკარანტინო პროცედურა“ მოუწევს.

მსოფლიოში კორონავირუსი COVID-2019-ის ინფექციის შემთხვევებმა პარასკევისთვის 100 ათასს გადააჭარბა.

ამას მეტყველებს Worldometers-ის სტატისტიკა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ეროვნულ ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს ეყრდნობა.

პარასკევს დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნება ირანში – უკანასკნელ დღე-ღამეში 1000-ზე მეტით. ირანში გარდაცვლილთა რიცხვმა 124-ს მიაღწია. მათ შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჰოსეინ შეიხოლესლამი.

იანვრის დასაწყისიდან დღემდე COVID-2019-ის ინფექციით გარდაიცვალა 3400-ზე მეტი ადამიანი. 55 ათასი გამოჯანმრთელდა, დანარჩენები მკურნალობას აგრძელებენ.

6 მარტს დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ნიდერლანდებსა და ვატიკანში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close