fbpx
საქართველოსპორტი

0.05 ქულა ლიდერებამდე – კაზაკოვა და რევია მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ! (ვიდეო)

ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. რიტმულ ცეკვებში მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც ქართულმა წყვილმა – მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – შესანიშნავად იასპარეზა. კაზაკოვამ და რევიამ 69.98 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ 5 მეასედი ქულით ჩამორჩნენ ლიდერ რუსებს (ელიზავეტა შანაევა/დევიდ ნარიჟნი), რომელთა სედეგია 70.03.

29 წყვილიდან ბრძოლას 20 აგრძელებს, კაზაკოვა და რევია ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. რიტმულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა 7 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამ წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა, 2019 წელს კი – მე-6.

popsport.com

მსგავს თემაზე: ტურინში კაზაკოვა-რევიას „ოქროს“ წყვილმა საჩვენებელ შეჯიბრზე „აჭარული“ შეასრულა (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close