fbpx
მედიცინამსოფლიო

ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან

სოციალური ქსელით ვრცელდება ჩინელი ექიმების რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ ებრძვიან ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას

კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელდება არაერთი სპეკულაცია, ამიტომ, დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, გთავაზობთ იმ ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც უშუალოდ ებრძვიან ვირუსს, წერს უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწე და სამართალმცოდნე ვიტალი ჟურავსკი საკუთარ გვერდზე FACEBOOK-ში.

ჟურავსკის მიერ მოძიებული რეკომენდაციები ასეთია:

  • თუ გაციების გამო სურდო და ნახველი გაქვთ, თქვენ ვერ იქნებით კორონავირუსული ინფექციის მატარებელი. კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია – ეს მშრალი ხველებაა სურდოს გარეშე. ეს არის დაავადების განსაზღვრის ყველაზე მარტივი ხერხი.
  • COVID 2019 ვერ უძლებს სიცხეს და იღუპება 26-27 გრადუსზე. ამიტომ სვით ბევრი ცხელი წყალი, ხშირად და დიდხანს იყავით მზეზე. ცხელი წყალი წამალი არ არის, მაგრამ ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ეფექტურია ყველა ვირუსის შემთხვევაში.
  • ვირუსი ზომით საკმაოდ მოზრდილია (დაახლოებით 400-500 ნანომეტრი დიამეტრში) და ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს პრინციპში შეუძლია მისი გაფილტვრა. თუ ინფიცირებული თქვენ წინ დააცემინებს ან 3 მეტრის დაშორებით ჩაგივლით, ბაქტერია, უბრალოდ, ვერ მოგწვდებათ – ის მიწაზე დაეცემა, ფრენა არ შეუძლია.
  • თუ ვირუსი ლითონის ზედაპირზე მოხვდება, ის 12 საათის განმავლობაში იქნება ცოცხალი, ამიტომ თუ რაიმე ლითონის ზედაპირს შეეხებით, გულდასმით დაიბანეთ ხელები საპნით.
  • რაც შეეხება ქსოვილს, მის ზედაპირზე ვირუსი აქტიურია 6-12 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივმა სარეცხის ფხვნილმა, წესით, უნდა გაანადგუროს ის. ვირუსებისგან გასაწმენდად ზამთრის სამოსს მზეზე გაშრობაც ჰყოფნის.

კორონავირუსული პნევმონიის  სიმპტომები

ყელში შეღწევის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს სიმშრალე, როგორიც ანგინის დროს იცის, და ეს 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ვირუსი შეერწყმება ცხვირის სითხეს, მოხვდება ტრაქეაში, იქიდან კი ფილტვებში და გამოიწვევს ფილტვების ანთებას. ამ პროცესს სულ 5-6 დღე სჭირდება.

კორონავირუსული პნევმონიის დროს დამახასიათებელია სხეულის მაღალი ტემპერატურა და გართულებული სუნთქვა. ცხვირი განსხვავებულადაა „გაჭედილი“, ადამიანს უჩნდება შეგრძნება, თითქოს წყალში იხრჩობა.

პროფილაქტიკის შესახებ

ინფიცირების ყველაზე გავრცელებული მეთოდი შეხებაა, ამიტომ ხშირად იბანეთ ხელები. ვირუსი ხელებზე 5-10 წუთის განმავლობაში ცოცხლობს და ამ მცირე ხნის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მოისვათ ხელი თვალებზე, ან შეეხოთ ცხვირს.

გარდა ხელების ხშირი დაბანისა, შეგიძლიათ გამოივლოთ ყელში ბეტადინი, რათა მიკრობების მოქმედება მინიმუმამდე დაიყვანოთ მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ყელშია და ფილტვებამდე არ მიუღწევია.

იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ სიფრთხილე. დალიეთ ბევრი თბილი წყალი.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close