კინო/ფილმები

საბავშვო ევროვიზიის ქართველ გამარჯვებულს მაყურებელი პოპულარულ ამერიკულ სერიალში იხილავს (ვიდეო)

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველ გამარჯვებულს, მარიამ მამადაშვილს მაყურებელი მალე პოპულარულ ამერიკულ სერიალში – „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“ (THE PLOT AGAINST AMERICA), – იხილავს.

სერიალი „ეიჩბიოუს“ (HBO) ეთერში გავა, პრემიერა კი 16 მარტს გაიმართება.

აღნიშნული სერიალის თიზერი უკვე გამოვიდა. მარიამ მამადაშვილს მასში პატარა როლი ექნება.

ფილიპ როთის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინისერიალი შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close