საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსის მე-4 შემთხვევა საბერძნეთში – ინფიცირებული მასწავლებელი ქალია

ატიკის რეგიონში 8 სკოლა დაიხურა

ატიკის რეგიონში 8 სკოლამ დროებით შეწყვიტა სწავლის პროცესი იმის გამო, რომ ერთ-ერთ მასწავლებელ ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის სკოლები გადაიყვანეს კარანტინის რეჟიმში, რომელთა მოსწავლეებსაც დაავადებულ მასწავლებელთან კონტაქტი ჰქონდათ. იგი კერძო გაკვეთილებს ატარებდა, ამიტომ სხვადასხვა სკოლის მოსწვლეებს ამეცადინებდა. მასწავლებელი ქალი გახდა მეოთხე პაციენტი საბერძნეთში და მეორე – ათენში, ვისაც covid-19 დაუდგინდა.

დაკეტილი სკოლების სია:

  • 4ο ΓΕΛ ΧΑΙΔΑΡΙΟΥ
  • 4ο ΓΥΜΝΑΣΙΟ ΧΑΙΔΑΡΙΟΥ
  • 11ο ΛΥΚΕΙΟ ΠΕΡΙΣΤΕΡΙΟΥ
  • 1ο ΠΕΙΡΑΜΑΤΙΚΟ ΛΥΚΕΙΟ ΑΘΗΝΩΝ
  • 1ο ΓΥΜΝΑΣΙΟ ΓΛΥΦΑΔΑΣ
  • 1ο ΓΕΛ ΓΛΥΦΑΔΑΣ
  • 19ο ΝΗΠΙΑΓΩΓΕΙΟ ΠΕΡΙΣΤΕΡΙΟΥ
  • 5ο ΔΗΜΟΤΙΚΟ ΠΕΡΙΣΤΕΡΙΟΥ.

უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან დახურეს შემდეგი სკოლები:

  • Γυμνάσιο και Λύκειο Κολλεγίου Αθηνών
  • Γυμνάσιο και Λύκειο Κολλεγίου Ψυχικού
  • Νηπιαγωγείο «I. M. KAPPAΣ».

36 წლის პედაგოგი ქალი ცოტა ხნის წინ იტალიაში, ვირუსის გავრცელების კერაში იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ მას მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა. ამჟამად პაციენტი „ატიკონშია“ მოთავსებული, მისი მდგომარეობა ნორმალურია.

ამ დროისთვის საბერძნეთში ახალი კორონავირუსით 4 ადამიანია ინფიცირებული.

პირველი 2 შემთხვევა თესალონიკში, მესამე კი – ათენში დააფიქსირეს. კორონავირუსი 38 და 40 წლის ქალებს დაუდგინდათ, აგრეთვე, 38 წლის ქალის შვილსაც, რის გამოც თესალონიკში 105-ე დაწყებითი სკოლა დაიხურა.

კიდევ 2 შემთხვევაზე ეჭვობენ ჰალკიდიკსა და ლამპიაში და ტესტის პასუხებს ელოდებიან.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close