fbpx
პოლიტიკასაქართველო

თეირანიდან თბილისში ცარიელი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა

ირანიდან საქართველოში საჰაერო გზით მგზავრების გადმოყვანის შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ ირანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელმაც ირანის მოქალაქე ტურისტები თეირანში წაიყვანა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ირანელი ტურისტების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე პირდაპირი რეისი შესრულდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ ირანიდან დასაბრუნებლად სხვა ავიაკომპანიებით სარგებლობა შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

„ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ჩინეთის შემდეგ კორონავირუსის გამო ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ირანში დაფიქსირდა – 8 გარდაცვლილი; ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 43 შემთხვევა.

წყარო:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close