საქართველოსაზოგადოება

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან სპეციალური რეისით რამდენიმე საათში თბილისში ჩამოფრინდება

დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რამდენიმე საათში ჩინეთიდან სპეცრეისით საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

მინისტრის მოადგილია თქმით, აეროპორტში მათ ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდება.

„წინასწარი შემოწმება ამ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე აქვთ გავლილი. არცერთ მათგანს ამ წუთამდე არ უფიქსირდება არანაირი ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს არის იდეალური ადგილი. თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის საჭიროება, მარტივად იქნება შესაძლებელი მოქალაქის გადაყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისთვის არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულმა მოქალაქეებმა თანხმობა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ გამაფრთხილებელ ზომას დაიცავენ, რომელსაც სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესთავაზებს.

„ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს თვითიზოლაციას, თუმცა აქ კომისიამ ჩათვალა უფრო უსაფრთხოდ, რომ მოთავსდნენ ორგანიზებულად სასტუმროს ტიპის კომპლექსში. ბუნებრივია, თავი უნდა შეიკავონ ახლობლებთან კონტაქტისგან. კარანტინის პერიოდის გავლის შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. აეროპორტში მოხდება წინასწარი შეფასება. შემდეგ უნდა გამოირიცხოს, რომ არც ერთ მათგანს არ დასჭირდება ინფექციურში გადაყვანა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოდიან ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close