fbpx
იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა იტალიაში – ამჯერად ვენეციაში

პირველი ტესტი კორონავირუსზე დადებითია, განმეორებითი ტესტის პასუხს სპალანცანის საავადმყოფოდან ელოდებიან

კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ვენეტოში, ლომბარდიაში ლაბორატორიულად დადასტურებული 6 შემთხვევის შემდეგ. ახალი ჩინური კორონავირუსით ინფიცირებულია 2 ვენეციელი მოქალაქე. მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია, ამჟამად განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ „ანსა“ წერს

ვენეციის 2 მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალი ტიპის კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, უკვე მოათავსეს საავადმყოფოში იზოლირებულ პალატაში.

ვენეტოს რეგიონის პრეზიდენტი ლუკა ძაია კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციების კომისარს ანჯელო ბორელის ესაუბრა. „ახლა ველოდებით განმეორებითი ტესტირების პასუხებს სპალანცანის ინსტიტუტიდან“, – განაცხადა ლუკა ძაიამ.

„ანსას“ ინფორმაციით, სალერნოში კავა დე ტირენის (კამპანია) საავადმყოფოში მოათავსეს 3 წლის ბავშვი, რომელსაც მაღალი სიცხე აქვს. ექიმები კორონავირუსზე ეჭვობენ.

ამავე თემაზე: კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა იტალიაში – ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close