newsმსოფლიო

ფრანგმა ვალენტინობაზე ლატარეაში 13 მილიონი ევრო მოიგო

საფრანგეთში, სონა და ლუარას დეპარტამენტის მკვიდრმა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ლატარეა LOTO-ში 13 მილიონი ევრო მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა LE PROGRES-ი ავრცელებს.

გამარჯვებულის სახელი და ქალაქი, სადაც ის ცხოვრობს, ჯერჯერობით უცნობია. 60 დღის განმავლობაში იგი „აზარტული თამაშების ფედერაციას“ უნდა დაუკავშირდეს და მოგებული თანხა წაიღოს.

Loto-ს ისტორიაში ყველაზე დიდი მოგება 2011 წლით თარიღდება, როდესაც ჯეკპოტის მფლობელმა 24 მილიონი ევრო მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე კი 2014 წელს გათამაშებული 23 და 22-მილიონიანი ჯეკპოტებია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close