fbpx
საზოგადოებასაქართველო

კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გოგონა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ვაკო დუნდუამ განუცხადა.

„დღეს დილით, 07:30 საათიდან განახლდა სამძებრო ოპერაცია 50-კაციანი შემადგენლობით. ჩავატარეთ ზონდირება, სადაც ჩამოწოლილი იყო ზვავი. 09:15 საათზე ნაპოვნი იყო ცხედარი, ახალგაზრდა გოგონასი, დაახლოებით 25 წლის. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის ნამდვილად იყო აკრძალულ ზონაში და, მით უმეტეს, არ ჰქონდა აღჭურვილობა, რაც უნდა ჰქონდეს გაუკვალავ თოვლში მოსრიალე ადამიანს“, – განაცხადა ვაკო დუნდუამ.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი გუშინ, დაახლოებით 13:00 საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც გამოიწვია, სავარაუდოდ, ზვავის ჩამოწოლა. ზვავმა ერთი ტურისტი მოიყოლა, დანარჩენები კი გადარჩნენ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close