მსოფლიოსაზოგადოება

იაპონიის პორტში საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა

ლაინერი კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება

იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა და ლაინერზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355-ს მიაღწია. ინფორმაციას „როიტერი“ავრცელებს.

ვირუსით ინფიცირებულები იაპონიის საავადმყოფოებში გადაყავთ.

აშშ-ი, კანადისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს.

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.

გემზე, სავარაუდოდ, ვირუსი 80 წლის ჰონკონგელმა პენსიონერმა გაავრცელა. კომპანიის მონაცემებით, 80 წლის მამაკაცი, რომელიც იაპონიაში თვითმფრინავით ჩაფრინდა, საკრუიზო ლაინერის ბორტზე 20-იდან 25 იანვრამდე იმყოფებოდა. როდესაც იგი ჰონკონგში დაბრუნდა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს.

კარანტინის ვადა 19 თებერვალს იწურება, თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2 დღის წინ ლაინერიდან რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი ჩაიყვანეს და საიტამას პროვინციის ქალაქ ვაკოში ჩაიყვანეს, ისინი კარანტინის დღეებს იზოლირებულად გაატარებენ. ამ მგზავრების ასაკი 80 წელზე მეტია და მათ კორონვირუსით ინფიცირება ჯერჯერობიღ არ გამოუვლინდათ.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: კორონავირუსის 10 შემთხვევა: გემის 3700 მგზავრი 14-დღიან კარანტინში (ფოტოები და ვიდეო ლაინერიდან)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close