მედიცინა

გენეტიკის ბუნება: დასახელდა შტრიხები, რომლებსაც შვილები უფრო ხშირად მამებისგან იღებენ

ცნობილია, რომ ბავშვებს გენების ნახევარი დედისგან გადაეცემა, მეორე ნახევარი კი – მამისგან, მაგრამ არსებობს გარეგნობისა და ხასიათის გარკვეული შტრიხები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მამის ხაზით გადაეცემა.

ვნახოთ, რომელია ეს შტრიხები:

  • ფოსოები ლოყებზე – ჩნდება სახის კუნთების განსაკუთრებული განლაგების გამო. ეს გენი დომინანტურია, ასე რომ, თუ მამას  ლოყაზე ფოსოები აქვს, ბავშვიც მემკვიდრეობით მიიღებს ამ  მიმზიდველ შტრიხს.
  • სიმაღლე – იშვიათია, რომ მაღალ მამას დაბალი ბავშვი ჰყავდეს ან პირიქით. უმეტესად, ბავშვის სიმაღლე პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია  მამის სიმაღლეზე.
  • თითის ანაბეჭდი – ის ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, თუმცა ბავშვის თითის ანაბეჭდის სურათი შედგება დედისა და მამის თითის ანაბეჭდების ერთობლიობისგან, მაგრამ უფრო მეტ შტრიხსა და ხვეულს ბავშვი მამისგან იღებს.
  • იუმორის გრძნობა არ შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს, შეიძლება მისი ფორმირება, თუმცა ხუმრობის აღქმის გარკვეული ტენდენცია გენეტიკურად არის განპირობებული და უმეტეს შემთხვევაში მამიდან შვილებს გადაეცემა.
  • ცემინების სინდრომი – თუ თქვენს  მეუღლეს მზეზე გასვლისთანავე ეწყება ცემინება, მაშინ თქვენი შვილებიც, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით მიიღებენ  „ცემინების სინდრომს“.
  • ტუჩები – მათ ფორმასაც გენი განსაზღვრავს და ბავშვები მათ უფრო ხშირად მამისაგან იღებენ, ვიდრე დედისგან.
  • ინტელექტის დონე – ინტელექტი თავისთავად დამოკიდებულია გონებრივ ვარჯიშსა და განვითარების უნარზე, მაგრამ თავდაპირველი შესაძლებლობებისა და სხვადასხვა სახის ამოცანების გადაჭრის უნარს ბავშვები მამისგან იღებენ.
  • კბილების სიჯანსაღე – იმის გასარკვევად, თუ როგორი ღიმილი ექნება ბავშვს, საკმარისია მამამისს შეხედოთ. უმეტესად მამაკაცის ხაზით გადაეცემა ისეთი შტრიხები, როგორიცაა ფოსოები, კბილების ფორმა, დაშორება მათ შორის. ასეთივე წარმატებით შეიძლება გადაეცეს კბილებისა და პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებებისადმი მიდრეკილებაც.
  • პოზა ძილის დროს – ინტერნეტში არსებობს ბევრი სხვადასხვა ვიდეორგოლი და ფოტო, რომელზეც ერთნაირ პოზაში მძიმარე მამები და შვილები არიან აღბეჭდილნი. აი, ასეთი საინტერესო თვისებაც ხშირად მამისგან გადაეცემა შვილს.
  • ნიკაპი – ბავშვის ნიკაპი, ისევე როგორც სახის საერთო სიმეტრია, ხშირად მამისას ჰგავს, ამიტომ გამორიცხული არ არის, თქვენს შვილს ისეთივე ნიკაპი ჰქონდეს, როგორიც მამამისს.
  • წამყვანი ხელი – დაბადებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში ბავშვი წამყვან ხელს განსაზღვრავს. იქნება ის მემარჯვენე თუ მემარცხენე ან ამბიდექსტრი (როცა ორივე ხელი ერთნაირად გამოიყენებს), ძირითადად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხელი აქვს წამყვანი მამას.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close