fbpx
მსოფლიოnews

ნაზარბაევის შვილიშვილმა პოლიციელი დაკბინა, თვითმკვლელობა სცადა და ამერიკას თავშესაფარი თხოვა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის შვილიშვილმა ამერიკას თავშესაფარი სთხოვა. მანამდე აისულთან ნაზარბაევმა იმავე თხოვნით დიდ ბრიტანეთს მიმართა, თვითმკვლელობა ცადა და ლონდონელი პოლიციელი დაკბინა.

ყაზახეთის ყოფილი ლიდერის შვილიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება ოჯახის მხრიდან განხორციელებული ზეწოლით ახსნა. მისი თქმით, ფლობს ინფორმაციას რუსეთსა და ყაზახეთს შორის ფართომასშტაბიანი კორიფციული შეთანხმების შესახებ. უმცროსი ნაზარბაევის  თქმით, ამ საქმის ყველა დეტალის შესახებ ბრიტანულ გამოცემა Times-თან ისაუბრა და ინტერვიუ უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება.

რამდენიმე თვის წინ, ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობის დროს, აისულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ნათესავებთან პრობლემები აქვს და არსებობს მისი მკვლელობის გეგმა. 2019 წლის ივლისში უმცროსმა ნაზარბაევმა ლონდონელი პოლიციელი დაკბინა, რომელმაც თვითმკვლელობაში ხელი შეუშალა. 30 წლის აისულთანს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა, 140 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ფულადი ჯარიმა და ნარკოდამოკიდებულებისგან იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 2019 წლის მარტში თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა, თუმცა ქვეყნის არაფორმალური მმართველობა შეინარჩუნა. აისულთანის მამა რახატ ალიევი და ნაზარბაევის ქალიშვილი დარიგა 2008 წელს ერთმანეთს დასცილდნენ. 2015 წელს რახატი ავსტრიის ციხეში გარდაცვლილი ნახეს, სადაც სასჯელს ბანკის მენეჯერების მკვლელობის ბრალდებით იხდიდა. ყაზახეთში კი ალიევს ბრალი ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის წაუყენეს და, დაუსწრებლად, 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყაზახეთმა ავსტრიას რახატ ალიევის ექსტრადიცია ორჯერ სთხოვა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო.

„პროგრესნიუსი“

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close