fbpx
შეუცნობელი

მისტიკური დღეები თებერვალში, რომლებიც ადამიანის ბედს ცვლის

ძალის დღეები, რომლებიც თურმე მძლავრ ენერგეტიკას ფლობს

ამ მისტიკურ დღეებში სამყარო უფრო მეტ შანსს გვაძლევს, მივაღწიოთ წარმატებას – დადებითი ენერგიის გამოფრქვევა წინ გიბიძგებთ, თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ გწადდეთ საკუთარი ცხოვრების შეცვლა.

ასტროლოგები და ნუმეროლოგები ამბობენ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ძალის დღეები, რომლებიც თურმე მძლავრ ენერგეტიკას ფლობს. თურმე ამ მისტიკურ პერიოდში ადამიანებს ეძლევათ შანსი, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწიონ წარმატებას ცხოვრებაში.

15 თებერვალიმირქმა: ამ დღეს ქრისტიანული დღესასწაული უფლის მიგებება ანუ მირქმა აღინიშნება, რომელიც ერთდროულად სიხარულსაც მოიცავს და მწუხარებასაც, წარსულის ხსოვნასაც და მომავლის იმედსაც. ეს განსაკუთრებული დღეა მორწმუნეებისთვის, თუმცა არც იმის დავიწყება ღირს, რომ ამ დღეს, გაძლიერებული ენერგეტიკის გამო, თითოეული ადამიანისთვის შეუძლია ბედნიერების მინიჭება. კარგი იქნება, თუ 15 თებერვალს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ.

ეს მშვიდი და ბედნიერი დღე იქნება, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით, თუ თავიდან მოიშორებთ აკვიატებულ აზრებს, საფიქრალ-სანერვიულოს დაივიწყებთ და, საერთოდ, ყველაფერ ნეგატიურს გვერდით გადადებთ. და ეს პოზიტიური ენერგია, რომელსაც გულში შეუშვებთ ამ დღეს, დიდხანს გაგყვებათ.

16 თებერვალიახალმთვარეობა: ასტროლოგები ამბობენ, რომ თებერვლის ახალმთვარეობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სიხარულის მომტანი დღეა. სწორედ ამიტომ 16 თებერვალს შეიძლება თებერვლის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი დღე ეწოდოს. ეს საუკეთესო მომენტია ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მთვარის გარდასახვის მომენტში კოსმიური ენერგია ნორმალიზდება და არანაირი დისონანსი და პრობლემა მოსალოდნელი არ არის.

18 თებერვალინეგატივის „დაწვის“ დღე: ეს უძლიერესი დღეა, როდესაც კოსმოსი მთელ სამყაროს მუხტავს მძლავრი ენერგიით. ამ დღეს ყველაფერი ნეგატიური „იწვება და იფერფლება“ კოსმიური ენერგიის წყალობით და ადამიანებიც გადამდებად ხალისიანები ხდებიან.

სწორედ ეს დღეა სიცივის, მოწყენილობისა და აპათიის დასასრულის დასაწყისი. ამ დღეს ციური სხეულები ერთმანეთთან განსაკუთრებულ ჰარმონიაში იქნებიან, რაც ადამიანებს თავისუფლებას მიანიჭებს. ეს არაჩვეულებრივი დღეა თვითანალიზისთვის. თქვენ მოახერხებთ პრიორიტეტების მონიშვნას და ცხოვრების აზრის მოძებნას. თქვენი ოცნებები სწორი მიმართულებით წაგიყვანთ და ამიტომ შეეცადეთ, ხორცი შეასხათ მათ. ნუ ჩაიკეტებით სახლში, ნუ დაემალებით სამყაროსა და ადამიანებს.

28 თებერვალს მოგეცემათ შანსი, გასაღები მოარგოთ ყველა კარს. შეეცადეთ მოელაპარაკოთ შინაგან „მეს“ და სიტყვიდან უბრალოდ საქმეზე კი არ გადახვიდეთ, არამედ შეტევაზე! დიახ, საკუთარი ბედისწერის შეცვლა ერთ დღეშია შესაძლებელი. და ეს იმიტომ, რომ ამ მისტიკურ დღეებში სამყარო უფრო მეტ შანსს გვაძლევს, მივაღწიოთ წარმატებას. დადებითი ენერგიის გამოფრქვევა წინ გიბიძგებთ, თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ გწადდეთ საკუთარი ცხოვრების შეცვლა.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close