მსოფლიომედიცინაnews

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 24 დღემდე გაგრძელდეს?

ახალი კვლევის მონაცემები

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 24 დღემდე გაგრძელდეს და არა 3-იდან 14 დღემდე, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ. ასეთ მონაცემებს შეიცავს გამოქვეყნებული ანგარიში „ჩინეთში 2019 წლის ახალი კორონავირუსის კლინიკური კვლევა“, რომელშიც ცნობილი ჩინელი პულმონოლოგი და ეპიდემიოლოგი ჟუნ ნანშანიც მონაწილეობდა. სწორედ მან აღმოაჩინა 2003 წელს ჩინეთში კორონავირუსი SARS-ი, ცნობილი, როგორც „ატიპური პნევმონია“.

კვლევის ავტორებმა კორონავირუსით ინფიცირებული 1100 პაციენტი შეისწავლეს 522 საავადმყოფოდან 31 პროვინციაში. მათი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი 3 დღეს გრძელდებოდა, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში დაავადების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთი დღის, ისე 24 დღის შემდეგ.

ჩვეულებრივ, იმ ადამიანთა კარანტინი, რომლებზეც კორონავირუსით ინფიცირებას ეჭვობენ, 14 დღეს გრძელდება. ექსპერტებს სხვადასხვა აზრი აქვთ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანისგან სხვა ადამიანს გადაედოს ვირუსი საინკუბაციო პერიოდის დროს, როცა დაავადების კლინიკური ნიშნები ჯერ არ გამოვლენილა – ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსი საინკუბაციო პერიოდშიც გადამდებია. ამასთან, თუ 24-დღიანი საინკუბაციო პერიოდის მონაცემები დადასტურდა, კარანტინის ნორმები შეიძლება შეიცვალოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close