fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

პარიზის მერობის კანდიდატს სოციალურ ქსელებში ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს (ვიდეო)

პარიზის მერობის კანდიდატს ბენჟამენ გრივოს რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელეს –  სექსუალური ხასიათის ვიდეო ქალთან ერთად და მესიჯები, რომლებიც მათ ინტიმურ ურთიერთობაზე მეტყველებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ამის შემდეგ მერობის კანდიდატმა თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

„ჭუჭყის ნაკადი დამატყდა თავს, – ამბობს იგი ვიდეომიმართვაში. – … ჩემი ოჯახი არ იმსახურებს ამას… ზოგადად, არავინ უნდა განიცადოს ასეთი ძალადობა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი კანდიდატურა მოვხსნა პარიზის მუნიციპალური არჩევნებიდან. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იოლი არ არის, მაგრამ ჩემი პრიორიტეტები ძალზე ნათელია: ეს, უპირველესად, არის ჩემი ოჯახი“…

42 წლის ბენჟამენ გრივოს ცოლი და 3 შვილი ჰყავს.

პარიზის მერის არჩევნებზე ბენჟამენ გრივო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიას „წინ, რესპუბლიკა!“ (La République En Marche!) წარმოადგენდა.

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close