ფსიქოლოგია

„…და მაინც ბრუნავს“ თუ არ ბრუნავს? – გადაღლილობის ტესტი

ოპტიკური ილუზია რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ

იაპონელი ფსიქოთერაპევტის, ჰაშიმა ამამოტოს „გადაღლილობის ტესტი“

ამ ტესტის არსი, ძალზე მარტივია: შეხედეთ ფოტოს და კარგად დააკვირდით, მოძრაობს თუ არა მასზე ასახული ფიგურები. ამ ექსპერიმენტით შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი დაღლილობის დონე.

1. თუ ნახატი არ მოძრაობს – შესანიშნავია! ადამიანი სტაბილურია. ეცადეთ შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რადგან ცხოვრებაში იშვიათია თქვენნაირი ადამიანი.

2. თუ მოძრაობს საშუალოდ – ფსიქოემოციურად გამოფიტული ხართ. საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი 8-საათიანი ძილი და მეორე დილით ნახავთ, რომ ეს ფიგურები სრულიად უძრავი იქნება.

3. თუ აქტიურად მოძრაობს – ფსიქოზის ნიშნებია, ნევრასთენია, დეპრესია. კარგი დასვენება გჭირდებათ – ეს არის მინიმუმი, მაქსიმუმი – ფსიქოლოგიური დახმარება.

თუმცა შესაძლებელია საკუთარ თავს თვითონვე დაეხმაროთ. საქმე უკეთ წავა, თუ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ. ამისათვის კი საჭიროა ფიქრები „გაათავისუფლოთ“.

დიახ, მართალია, ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ ყოველთვის არის  გამოსავალი! იშვიათად იფიქრეთ პრობლემებზე და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მის წინაშე აღმოჩნდებით და არა ყოველწუთს და წამს.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც თქვენი გონება მხოლოდ ნეგატივზე ფიქრობს, თქვენი ჯანმრთელობა უარესდება.

ვისწავლოთ აზრების გაკონტროლება, გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის, მეგობრების, ოჯახის წევრების მიმართ. ეს არც თუ ისე რთულია და მთავარია გვჯეროდეს, რომ შესაძლებელია!

როცა წონასწორობას ვკარგავთ, ხშირად გვირჩევენ: „ნუ იფიქრებ ამა ზე“. აზრების დათრგუნვა არ ამართლებს, აკრძალული აზრები მაინც შემოდიან გონებაში და გვაწუხებენ.

იმის ნაცვლად, რომ გონებას ბრძანებები ვუგზავნოთ, უკეთესი იქნება თუ მთელ კონცენტრაციას ისეთ რამეზე გადავიტანთ, რასაც მთელი ჩვენი ყურადღების მიპყრობა შეუძლია. ბევრი მუშაობა გავრცელებული მეთოდია, თუმცა ეფექტი ხანმოკლე აქვს. გონების უკანა ფენებიდან მაინც ჟონავენ ბნელი ფიქრები. უკეთესი მეთოდი ისეთი რამის კეთებაა, რაც თუ არ გვაბედნიერებს, გვახარებს მაინც.

შეიძლება, ყურადღების გადასატანად მეგობრებთან ერთად კინოში წავიდეთ. ვისაც კითხვა უყვარს, კარგი წიგნი მთელ მის გონებას დაიპყრობს. შეიძლება კომპიუტერული თამაშები გიზიდავთ. ითამაშეთ იმ მომენტამდე, სანამ არ გაიმარჯვებთ და სიხარულს არ იგრძნობთ. ან ეწვიეთ nostal.ge-ს 🙂 – აქ მუდმივად დაგხვდებათ საინტერესო ამბები, კატეგორია „ფსიქოლოგია“ კი ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

შავ ფიქრებში ჩაძირვას ყოველთვის სჯობს მთელი ყურადღება ჩვენთვის სასიამოვნო რამისკენ მივმართოთ. მხოლოდ ეს შეგვაძლებინებს, ფიქრები „გავათავისუფლოთ“ და უფრო რაციონალურად მივუდგეთ პრობლემებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close