კინო/ფილმებიმოდა/სილამაზე

რა ეცვათ ვარსკვლავებს „ოსკარი 2020-ის“ წითელ ხალიჩაზე

ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა. „ოსკარის“ 2020 წლის გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად საღამოს ამაღელვებელი ნაწილი წითელი ხალიჩა და ვარსკვლავების მოდური გადაწყვეტილებები იყო.

წლევანდელი „ოსკაროსნები“ ხოაკინ ფენიქსი, რენე ზელვეგერი და ბრედ პიტი სტელა მაკარტნის, არმანის და ბრიონის ლუქებით (LOOK) გამოჩნდნენ.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო LAURA DERN-ს გადაეცა. ლორაც, როგორც ზელვეგერი, წითელ ხალიჩაზე არმანის კაბით პოზირებდა.

დაჯილდოების მუსიკალურ შემსრულებლებს შორის იყო 18 წლის მომღერალი ბილი აილიში, რომელიც წითელ ხალიჩაზე „შანელის“ ლუქით ვიხილეთ.

„შანელის“ ამბასადორები, პენელოპე კრუსი და მარგო რობი „შანელის“ შავი კაბებით შეიმოსნენ.

წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი სახეებით „შანელს“ არ ჩამოუვარდა „დიორი“. ფრანგულმა მოდის სახლმა შარლიზ ტერონი და ნატალი პორტმანი შემოსა. ნატალის კაბას იმ ქალი რეჟისორების გვარები ამშვენებდა, რომლებიც ოსკარის ნომინანტებში ვერ მოხვდნენ.

MARRIAGE STORY-ში და JOJO RABBIT-ში შესრულებული როლებისთვის სკარლეტ იოჰანსონი დაჯილდოებების სეზონის ერთ-ერთი ვარსკვლავიასკარლეტი „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე ოსკარ დე ლა რენტას ლუქით გამოჩნდა.

„გუჩის“ ერთგულია SAOIRSE RONAN-ი. მსახიობი „ოსკარის“ 2020 წლის დაჯილდოებაზეც ალესანდრო მიკელეს „გუჩის“ კაბით შეიმოსა.

ხოაკინ ფენიქსი არ ყოფილა ერთადერთი დიდი ვარსკვლავი, რომელთანაც სტელა მაკარტნიმ ითანამშრომლა.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close