fbpx
მედიცინამსოფლიო

ესპანეთში დაინფიცირებული ქალი სასწრაფოს ექიმებს გაექცა

ესპანეთში ნასვამი ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, სასწრაფო დახმარების ექიმებს გაექცა. ნასვამი ქალი პოლიციელებმა საკუთარ სახლში იპოვეს, რის შემდეგაც ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „NORTE DE CASTILLA“ ავრცელებს.

გამოცემის წერს, რომ „112-ზე“ ზარი შევიდა, რომლის მიხედვითაც, ბარში მყოფი „აზიური გარეგნობის“ ქალი ძლიერად ახველებდა და აღებინებდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ ქალაქის საბჭომ ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მიღებული სპეციალური ოქმი გაააქტიურა და საგანგებოდ აღჭურვილი ექიმების ჯგუფი გაგზავნა ადგილზე, თუმცა ქალი მათ გაექცა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი შანხაიდან ესპანეთში ათი დღის წინ იყო ჩასული.

report.ge

p. s. დღეისათვის ესპანეთის ტერიტორიაზე ახალი ჩინური კორონავირუსით ინფიცირების 2 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ორივე პაციენტი ტურისტია: პირველი შეთხვევა პირველ თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ვირუსით ინფიცირება კანარის კუნძულებიდან ერთ-ერთზე – გომერაზე მყოფ გერმანელ ტურისტს დაუდგინდა, რომელიც კუნძულზე მდებარე საავადმყოფოში იზოლირებულ პალატაში მოათავსეს. მეორე შემთხვევა 3 დღის წინ დაფიქსირდა კუნძულ მაიორკაზე – ამჯერად ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. იგი რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ შალეში ცხოვრობდა სინგაპურში ნამყოფ პიროვნებასთან ერთად, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი დაუსვეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბრიტანელმა თავისი და ცოლ-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. მისი ცოლის და 2 ქალიშვილის ტესტების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

ამ დროისთვის (13:30 თბილისის დროით) კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით გარდაცვლილია 1116 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4975 პაციენტი. ინფიცირებულთა ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა კი 45195-ია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close