სპორტი
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას პირველად ისტორიაში ქალი დაიწყებს
ეს პატივი ბერძენ სპორტსმენს ხვდა წილად

კომენტარები
სპორტსმენი ოლიმპიურ ჩირაღდანს მსახიობისგან მიიღებს, რომელიც ცეცხლის ანთების ცერემონიაზე უმაღლესი ქურუმი ქალის როლს შეასრულებს. ცეცხლის ანთების ცერემონია ოლიმპოზე (საბერძნეთი) 12 მარტს გაიმართება.
ბერძენი სპორტსმენისგან ესტაფეტას იაპონელი მძლეოსანი ქალი, ოლიმპიური ჩემპიონი მიძუკუ ნაგუჩი გადაიბარებს (ნაგუჩი საბერძნეთში 2004 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა მარათონში ქალთა შორის).
8-დღიანი ბერძნული ეტაპის შემდეგ ცეცხლი ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს გადაეცემათ ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე, შემდეგ კი სპეციალური თვითმფრინავით ათენიდან იაპონიაში ჩაიტანენ 20 მარტს და მისი მოგზაურობა იაპონიაში ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდან – ტოჰოკუდან დაიწყება.
24 ივლისს ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოში ჩავა. სწორედ ამ დღეს გაიხსნება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
ნინო ხოშტარია