fbpx
კრიმინალიმსოფლიო

სკოლის დირექტორს 74 ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ავსტრალიის პარლამენტი ისრაელისგან ყოფილი სკოლის დირექტორის ექსტრადირებას ელოდება, რომელიც უამრავ ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის იძებნება. შუამდგომლობაში მონაწილეობენ როგორც მთავრობის, ისე წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებიც. ისინი ამბობენ, რომ ისრაელზე ორმაგი ზეწოლის მოახდენა სურთ, რათა ორ სახელმწიფოს შორის დასრულდეს სამართლებრივი დავა, რომელიც ისრაელისა და ავსტრალიის ორმაგ მოქალაქს, მალკა ლეიფერს ეხება – მასზე ძებნა უკვე 6 წელია გამოცხადებულია.

ლეიფერი, რომელიც ახლა 52 წლისაა, ავსტრალიიდან 2008 წელს გაიქცა, როდესაც მასზე, ჯერ კიდევ მასწავლებლობისა და დირექტორობის პერიოდში, მელბურნის ულტრაორთოდოქსულ, ებრაულ სკოლაში, ბავშვზე ძალადობის ბრალდება გამოჩნდა. ავსტრალიამ მისი ექსტრადიცია 2014 წელს მოითხოვა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 74 ბრალდებით, რასაც ისრაელში 60-ზე მეტი სასამართლო მოსმენა მოჰყვა.

გასულ თვეში იერუსალიმის საოლქო სასამართლომ ლეიფერის ადვოკატებს დააკისრა, რომ ფსიქიატრებთან განმეორებითი შემოწმება გაევლო, რათა ნამდვილად დარწმუნებულიყვნენ, რომ მისი მდგომარეობა ექსტრადიციის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მთავრობის დეპუტატმა და ისრაელში ავსტრალიის ყოფილმა ელჩმა, დეივ შარმამ, განაცხადა, რომ მთავრობა და პარლამენტი არ დანებდებიან მანამ, სანამ ამ საქმეში სამართლიანობა არ იზეიმებს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ განსაკუთრებულად მომთმენნი ვიყავით, მაგრამ კმარა. ისრაელში მყოფ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, რომ უკვე მოქმედების დროა. გააკეთეთ სწორი არჩევანი და იყავით მომხრე სამართლიანობისა, რათა პატივი ვცეთ ორივე ქვეყნის მსხვერპლს“, – განაცხადა დეპუტატმა.

განჩინებაში დასახელებულია 3 სავარაუდო მსხვერპლის სახელი: დები – დასი ერლიჩი, ნიკოლ მეირეი და ელი ზაფერი. მათი ვინაობა სააგენტო Associated Press-მა გაასაჯაროვა, რომელიც, როგორც წესი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებას არ ახდენს, მაგრამ დები თავიანთ ბრალდებებზე საჯაროდ საუბრობენ და სამართლიანობისთვის კამპანიას აწარმოებენ.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ოქტომბერში ერლიჩთან და მეიერთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ისრაელის მთავრობასთან ერთად ექსტრადიციის დაჩქარების აუცილებლობის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

გასულ თვეში ისრაელში ფსიქიატრიულმა კომისიამ განაცხადა, რომ ლეიფერმა თავისი ფსიქიკური ტანჯვის შესახებ ტყუილი თქვა, რათა სასამართლოს მისთვის სასჯელი შეემსუბუქებინა. ისრაელის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ დასკვნების გათვალისწინებით, ეს მისი ექსტრადიციის პროცესს დააჩქარებს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სასამართლომ ლეიფერის ადვოკატს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნა მოსთხოვა. ფსიქიატრები გამოკვლევას თებერვალში ან მარტში ჩაატარებენ.

report.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close