fbpx
საზოგადოებასაქართველო

ლანჩხუთში ეგვიპტის მოქალაქე ასევე ეგვიპტის მოქალაქეს დაეჯახა

ლანჩხუთში „ნისანის“ მარკის მინივენი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქალაქის ცენტრში გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ორივე მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მას სახეზე და ფეხზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ავტომობილის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

guria.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close