newsკინო/ფილმები

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად „პარაზიტი“ აღიარა

ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ აღიარა.

მან „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმაც, და გაიმარჯვვა საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაშიც. ბონგ ჯუნ ჰო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

Bong Joon Ho; EPA

„ოსკარის“ ისტორიაში „პარაზიტი“ პირველი ფილმია, რომელმაც გაიმარჯვა როგორც საუკეთესო ფილმის, ისე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში „ოსკარი“ მიიღო რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“, ხოლო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში გაიმარჯვა ხოაკინ ფენიქსმა. მას „ოსკარი“ გადაეცა როლისთვის ფილმში „ჯოკერი“.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ქალ ნომინანტებს შორის „ოსკარი“ მიიღო ლორა დერნმა(ფილმი „ქორწინების ამბავი“), მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად აკადემიამ ბრედ პიტი აღიარა (ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“).

„ოსკარით“ დაჯილდოების 92-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში გაიმართა.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close