fbpx
მედიცინამსოფლიო

როგორ გამოიყურებიან ექიმები სამუშაო დღის ბოლოს – ფოტორეპორტაჟი უჰანიდან

უჰანში გრძელდება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ვირუსთან. განსაკუთრებით რთულ პირობებში არიან ექიმები, რომლებიც მძიმე და მოუხერებელი სპეცტანსაცმელით, ხშირად 24 საათი დგანან ფეხზე. ისინი თავდაუზოგავად ცდილობენ დაავადებულების დახმარებას, თავად კი გამუდმებული საფრთხის წინაშე არიან.

ადგილობრივი მასმედია ავრცელებს ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურებიან ჩინელი ექიმები სამუშაოს დამთავრების შემდეგ. მათ სახეზე მხოლოდ დაღლილობის კვალი კი არ არის, არამედ სახე დაღარული აქვთ და ნაიარევებიც ეტყობათ პირბადეების, დამცავი სათვალეებისა და უსაფრთხოების სხვა აღჭურვილობის მრავალსაათიანი ტარებისგან.

სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, მთელი მედპერსონალი, ვისაც კი გრძელი თმა ჰქონდა, იძულებული გახდა, მას შელეოდა.

ექიმები ვალდებულები არიან, გაუხდელად ატარონ დამცავი ტანსაცმლის სრული კომპლექტი; ხშირად  დასვენების და დაძინების დრო არა აქვთ და თუ საშუალება მიეცემათ, სძინავთ ყველგან – მაგიდებზე, სკამებზე, იატაკზე…

ასე, სრული აღკაზმულობით შეუძლებელია იდენტიფიცირება, ვინ ვინ არის, ამიტომ ისინი პირდაპირ სპეცტანსაცმელზე იწერენ სახელებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close