ფსიქოლოგიაშეუცნობელი

როგორ გავხადოთ ცხოვრება უკეთესი

აფირმაცია (ლათ. AFFIRMATIO – დადასტურება) მოკლე ფრაზაა, სიტყვიერი ფორმულა. მრავალჯერადი განმეორების წყალობით იგი ადამიანის ქვეცნობიერში ამკვიდრებს სასურველ სურათს, რომელიც ხელს უწყობს მისი ფსიქოემოციური ფონის გაუმჯობესებას და ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს.
აფირმაციის საიდუმლო

თქვენ შეიძლება გჯეროდეთ ან არ გჯეროდეთ აფირმაციების ძალის, მაგრამ ისინი მაშინაც კი მუშაობენ, როდესაც მათ სპეციალურად არ წარმოთქვამთ და საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ მათ შესახებ. როგორ? მოდით, გავერკვეთ!

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ფრანგმა მეცნიერმა ემილ კუემ (Émile Coué) წამოაყენა თეორია აფირმაციების შესახებ. მისი თქმით, თუ ადამიანი ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავე რეპლიკას, მაშინ ეს რეპლიკა განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარ პიროვნებასთან მიმართებაში, ამიტომაც მომავალში ადამიანისთვის ეს სიტყვები ჭეშმარიტებად იქცევა.

მეცნიერი განმარტავს, რომ ყოველი აზრი, რომელიც ჩვენს ტვინში შემოდის, მიდრეკილია იქცეს რეალობად. მას სურს, გამოხატული იყოს მოქმედებაში. ასეა დაპროგრამებული ჩვენი გონება და ცნობიერება, ამიტომ, თუ ადამიანს ნამდვილად სურს რაღაცის მიღწევა, მაშინ ეს დროთა განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება.

საკმაოდ მარტივი და მოკლე ტექსტის მუდმივი გამეორება ერთ-ერთი პირობაა, რომლის თანახმად, ადამიანი საკუთარ ცნობიერებას ცვლის. შემდეგ ეს ინფორმაცია, რომელსაც ვიმეორებთ, გვერდს უვლის ტვინის მარცხენა (კრიტიკული) ჰემისფეროს ფილტრებს და აღიქმება, როგორც მოქმედების სახელმძღვანელო, უფრო მეტიც, ის აღიქმება, როგორც უკვე არსებული, ჩვენ მიერ რეალობაში მოყვანილი რამ.

ახლა კი „საშინელ საიდუმლოს“ გაგიმხელთ. გჯერათ თუ არ გჯერათ აფირმაციის, თქვენ მათ მთელი ცხოვრება იმეორებთ და, როგორც წესი, ეს უარყოფითი, ნეგატიური ან არაფრისშემცველი, ცარიელი აფირმაციებია.

აზრებისა და ვითარებების მუდმივი ღეჭვა, რომელსაც ჩვენი ტვინი გამუდმებით აწარმოებს შინაგანი ლაქლაქის სახით, ყველანი ნეგატიური დადასტურებებია (აფირმაციები), თავის ნებაზე მიშვებული. რეკლამიდან ან სხვა სახის აბდაუბდიდან დამახსოვრებული სიტყვების მუდმივი განმეორება – ესეც აფირმაციაა, რომელსაც კარგ ადგილას არ მივყავართ, იმის ნაცვლად, რომ იქ მიგვიყვანოს, სადაც ჩვენთვის აუცილებელია.

წარმოიდგინეთ, რომ ნავით ფართო მდინარეზე მივცურავთ, პირველი და აუცილებელი რა არის ამ დროს? რა თქმა უნდა, ნიჩბები. ნიჩბების გარეშე მხოლოდ მკვდრები თუ იმოგზაურებენ ნავით.

ხმამაღლა ნათქვამი, გააზრებული აფირმაციები – მენავის პროფესიონალური ნიჩბებია, რომელმაც იცის, საით გაუწევია და უბედური შემთხვევა და ნავის გადაბრუნება არ სურს.

თუ თქვენ ყოველთვის პოზიტიური განწყობების გამეორებით იქნებით დაკავებული, უბრალოდ, დრო არ დაგრჩებათ, რომ უარყოფითად იფიქროთ. სინამდვილეში, პოზიტიური აფირმაციები ცოცხის მოვალეობას შეასრულებს, რომლითაც ყოველდღიურად ნაგავს გავხვეტავთ საკუთარი თავიდან. ცოცხზე არავინ ლოცულობს, მაგრამ მისი გამოუყენებლობა მეურნეობაში, რბილად რომ ვთქვათ, დაუდევრობაა.

აფირმაციის წესები

იმისათვის, რომ აფირმაციის გამეორება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:

  1. დადასტურება (განცხადება, აფირმაცია) უნდა იყოს ჩამოყალიბებული, როგორც უკვე შემდგარი ფაქტი და აუცილებლად ახლანდელ დროში.
  2. გამოიყენეთ მხოლოდ დადებითი სიტყვები, მოერიდეთ უარყოფით განცხადებებს.
  3. აფირმაცია უნდა იწვევდეს თქვენში დადებით ემოციებს, სიხარულს, მოძრაობას.
  4. დადასტურება უნდა იყოს მოკლე და, ამავე დროს, ნათელი, წარმოსახვითი.
  5. მეტი კონკრეტიკა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ გსურთ გახდეთ, რათა ბედნიერება და სიყვარული იგრძნოთ.
  6. უნდა აირჩიოთ აფირმაცია, რომელიც პირადად თქვენ გამოგადგებათ. დასაწყისში შეიძლება სხვისი მოფიქრებული აფირმაციები გამოიყენოთ, შემდეგ კი უკეთესი იქნება, თუ საკუთარს ჩამოაყალიბებთ.
  7. ირწმუნეთ თქვენი ნათქვამი. რწმენის გასაძლიერებლად თქვენი ნებისმიერი გამარჯვება უნდა ჩაიწეროთ.
  8. განცხადება განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული და არ შეიცავდეს უარყოფას. დაიმახსოვრეთ, ქვეცნობიერი საერთოდ ვერ აღიქვამს უარყოფას.
  9. აფირმაცია შეგიძლიათ ასე დაასრულოთ: „მე იმაზე მეტს ვღებულობ, ვიდრე ველოდი“ (თუ ათეისტი არ ხართ, გადაუხადეთ უფალს მადლობა იმისთვის, რაც გაქვთ).
როგორ გამოვიყენოთ აფირმაციები

ისინი შეიძლება ხმამაღლა წარმოვთქვათ, მრავალჯერ გადავწეროთ ან თუნდაც წავიმღეროთ.

აფირმაციის მაგალითები:
  1. მე გამარჯვებული ვარ.
  2. მე საკმარისი დრო მაქვს ყველა საქმის დასრულებისთვის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
  3. მე ვისრულებ ჩემს ყველაზე სანუკვარ ოცნებებს.
  4. მე უპირობოდ მიყვარს საკუთარი თავი.
  5. მე ჯანმრთელი ვარ.
  6. დღეს ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. მე ვიმსახურებ ბედნიერებას, სიყვარულს და ამ უხვი სამყაროს ყველა წყალობას.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა, რომელიც  თავის პრაქტიკაში აფირმაციებს იყენებდა, ლუიზა ჰეიმ დიდი სამუშაო ჩაატარა პაციენტების კონკრეტული დაავადებებსა და მათ ნეგატიურ აზროვნებას შორის კავშირების დასადგენად. გთავაზობთ მისი აფირმაციების რამდენიმე მაგალითს:

დაავადება

ნეგატიური ფიქრები

აფირმაციები

ალცჰაიმერის დაავადება უმწეობა. სამყაროს იმ სახით მიუღებლობა, როგორსაც ხედავს. მრისხანება. მე ვპატიობ. მე ვხარობ. მე ვპოულობ საშუალებას, დავტკბე ცხოვრებით.
ანგინა შემოქმედებითი და ემოციების გამოხატვის არხის გადაკეტვა. მე გულს ვხსნი და სიყვარულზე და სიხარულზე ვმღერი.
გამელოტება შიში. დაძაბულობა. ურწმუნობა. მე უსაფრთხოდ ვარ. მე მიყვარს საკუთარი თავი. მე ცხოვრებას ვენდობი.
რევმატოიდული ართრიტი უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ძალის გამოვლენის მიმართ. გრძნობა, რომ ბევრს გავალდებულებენ ჩემი ძალა – ჩემშია. მე მიყვარს საკუთარი თავი და მას ვეთანხმები. ცხოვრება მშვენიერია.
სურდო ბევრი მოვლენა. უწესრიგობა. წყენა. მე უფლებას ვაძლევ ცნობიერებას მოეშვას და დაისვენოს. ჩემში ჰარმონიაა. ყველაფერი ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის.
ფეხები მომავლის შიში. წინსვლის სურვილის არარსებობა. მე ხალისიანად და მტკიცედ მივაბიჯებ წინ. ვიცი, რომ ჩემი მომავალი შესანიშნავია.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close