საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში ლტოლვილის საბუთს ვეღარ მიიღებენ?

საბერძნეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

როგორც ცნობილი ხდება, საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა. ამრიგად, საბერძნეთი შეუერთდა ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება გასული წლების განმავლობაში მიიღეს, რითაც საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპაში ლტოლვილის მოწმობის მიღება უკიდურესად გაართულეს.

გადაწყვეტილება, რომელსაც შინაგან საქმეთა და მოქალაქის დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებულების სახე აქვს, 2019 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდა შემდეგი ქვეყნები: განა, სენეგალი, ტოგო, გამბია, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ალბანეთი, უკრაინა, ინდოეთი და სომხეთი.

გასული წლის ნოემბრის დასაწყისში საბერძნეთის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა კანონში, რომელიც ლტოლვილთათვის თავშესაფრის მინიჭების წესს განსაზღვრავს. აღნიშნული კანონის მიხედვით, უსფრთხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების განხილვა ხდება დაჩქარებული წესით, 30 დღის განმავლობაში. რამდენადაც საქართველო ამ სიაში მოხვდა, ეს დებულება ჩვენს მოქალაქეებზეც გავრცელდება. ამას გარდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსი მინიმუმამდე მცირდება.

საბერძნეთის ახალი მთავრობის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიღების დროს ჩვენ ვივარაუდეთ, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ე. წ. ასილოს აღების შანსი მინიმუმამდე შეამცირდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი გამართლდა.

გიორგი ჯანელიძე

მსგავს თემაზე: საბერძნეთი ცვლის კანონმდებლობას თავშესაფრის მინიჭების შესახებ: რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს?

იტალიამ 13 ქვეყანა „უსაფრთხოდ“ გამოაცხადა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close