fbpx
მოგზაურობასაქართველო

საქართველო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იქნება

მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ IBT BERLIN, რომელიც ბერლინში იმართება, გადაწყვიტა, რომ საქართველო 2022 წელს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა გახდეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას საკუთარი ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენის საშუალება პირველად მიეცემა.

2022 წლისთვის „აითიბ-ბერლინის“ მასპინძლობის სურვილი კიდევ 30 ქვეყანას ჰქონდა, თუმცა სპეციალურმა კომისიამ საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე გააკეთა.

ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin-ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

როგორც მასპინძელი ქვეყანა, საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედიამომსახურება, 3 მლნ 200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიოდაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin-ი მასპინძლობით საქართველოს 1-მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.

ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა. შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.

თუ გავეცნობით წინა წლების გამოცდილებას, ITB Berlin მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130%-ს მიაღწია. ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რამხელა მნიშვნელობა და შესაძლებლობაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მომავალი განვითარებისთვის.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close