CNN-ის ცნობით, სტამბოლში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას დაშავებულია 52 ადამიანი. გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, რასაც მისი სამ ნაწილად გახლეჩა მოჰყვა.
🔴 A passenger Boeing 737 gets off the runway at Istanbul's Sabiha Gökçen Airport.
— air plus news (english) (@airplusnews_EN) February 5, 2020
ბორტზე სულ 117 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ავიაკომპანია „პეგასუსს“ (Pegasus Airlines) ეკუთვნის. გავრცელებული ცნობებით, „პეგასუსის“ თვითმფრინავებისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ აეროპორტში ასაფრენი ბილიკიდან ავარიულად გადადიან.
radiotavisupleba.ge
კომენტარები