მსოფლიოnews

სტამბოლში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიული დაშვების შემდეგ სამ ნაწილად გაიხლიჩა (ვიდეო)

CNN-ის ცნობით, სტამბოლში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას დაშავებულია 52 ადამიანი. გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, რასაც მისი სამ ნაწილად გახლეჩა მოჰყვა.

ბორტზე სულ 117 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ავიაკომპანია „პეგასუსს“ (Pegasus Airlines) ეკუთვნის. გავრცელებული ცნობებით, „პეგასუსის“ თვითმფრინავებისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ აეროპორტში ასაფრენი ბილიკიდან ავარიულად გადადიან.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close