fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

თურქეთში, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ზვავის ჩამოწოლის შედეგად (ვიდეო)

აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის პროვინციაში, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ზვავის ჩამოწოლის შედეგად. ვარაუდობენ, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს თოვლქვეშ მოქცეული, მაგრამ ზუსტ რიცხვს არ იტყობინებიან.

ზვავმა ჩაიტანა მაშველთა დიდი ჯგუფი, რომლებიც მანამდე, სხვა ზვავის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი ადამიანის საძებრად იყვნენ წასულები. პირველ ზვავს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ტრაგედიის ადგილზე გაიგზავნა საგანგებო ვითარების სამსახურის თანამშრომელთა გუნდი. ცნობილია, რომ მეორე ზვავს 30 მაშველი გადაურჩა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს.

ინციდენტი ირანის საზღვართან, ქალაქ ბახჩესარაის მახლობლად მოხდა. სამაშველო სამუშაოებს ნისლი, თოვლი და ძლიერი ქარი ართულებს.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close