მსოფლიოქართველები უცხოეთშისაზოგადოება

უჰანში, სადაც კორონავირუსის მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი არჩილ კალანდია ადასტურებს.

„ამჟამად ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, ჩვენი სამი თანამემამულე იმყოფება. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მათთან. ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და არაფერი ემუქრებათ.

ასევე, კონტაქტზე ვართ სხვა ჩვენს თანამემამულეებთან სხვა რეგიონებში. ისინიც ჯანმრთელად არიან. ცხელ ხაზზე, რომელიც ჩვენთან 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ისინი ხშირად გამოდიან კონტაქტზე და ამიტომ ვფლობთ ინფორმაციას“, – აცხადებს ელჩი.

ჩინეთში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა,  900-მდე კი დაინფიცირებულია.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close